Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუსტიციის საბჭო მოსამართლის შეურაცხყოფაზე რეგულაციის დაწესებას ითხოვს


იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 26 აპრილს განცხადებით მიმართა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, სახალხო დამცველსა და საქართველოს საზოგადოებას, რათა „მკვეთრად გაიმიჯნოს“ სასამართლოსა და მოსამართლეების კრიტიკა, მათი შეურაცხყოფის, ლანძღვის თუ მათი დაშინების მცდელობისგან. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აზრით, გათვალისწინებული უნდა იყოს მოსამართლისა და სასამართლოსთან მიმართებით „დასაშვები კრიტიკის“ ფარგლები, ასევე, "უნდა დადგინდეს განხილვაში მყოფი საქმეების მედიაში გაშუქების სტანდარტები". უფრო ადრე, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლის შეურაცხყოფაზე საკანონმდებლო რეგულაციის დაწესების ინიციატივით გამოვიდა. აღნიშნული მოსაზრება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გამოთქვეს და დეპუტატებს ამ საკითხზე დისკუსიის დაწყება შესთავაზეს.

XS
SM
MD
LG