Accessibility links

ისრაელმა იერიში განახორციელა დამასკის აეროპორტის მახლობლად მდებარე სამხედრო ობიექტზე


ისრაელმა სარაკეტო დარტყმა განახორციელა დამასკის საერთაშირისო აეროპორტის მახლობლად მდებარე სამხედრო ობიექტზე, რომელსაც იერიშის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა. სირიის სახელმწიფო მედიის თანახმად, ობიექტი წუხელ დაიბომბა, სადაც განადგურდა საწვავით სავსე ავზები და საწყობები. სარაკეტო დარტყმა განახორციელა ისრაელის ავიაციამ, რომელმაც, სირიის ოფიციალური ინფორმაციით, იერიში ისრაელის მიერ ოკუპირებული, გოლანის სიმაღლეებიდან განახორციელა. სირიელი მეამბოხეების საინფორმაციო წყაროების თანახმად, ისრაელის ავიაციის სარაკეტო იერიშის სამიზნე იყო იარაღის საწყობი, საიდანაც იარაღით მარაგდება ლიბანში მოქმედი ექსტრემისტული ორგანიზაცია „ჰისბოლაჰი“.

XS
SM
MD
LG