Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეჭვმიტანილ სასულიერო პირს ბრალი დაუმძიმდა


მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალი დაუმძიმდა. საქართველოს მთავრი პროკურატურის განცხადებით, სასულიერო პირი თანამდებობრივი მდგომარეობის და მატერიალური სარგებლის შენარჩუნების მოტივით ამზადებდაგანზრახ მკვლელობას. რის საფუძველზეც 2017 წლის 26 აპრილს, გიორგი მამალაძეს დაუმძიმდა ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მომზადებას ანგარებით და სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. გარდა აღნიშნულისა, გიორგი მამალაძეს ბრალი წარდგენილი აქვს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის. საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსი დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. მას ოფიციალურად აქვს წარდგენილი პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვის ბრალდებები.

XS
SM
MD
LG