Accessibility links

ლონდონში პარლამენტის მახლობლად შეიპყრეს დანით შეიარაღებული პირი


ლონდონში, პარლამენტის მახლობლად პოლიციამ შეიპყრო კაცი, რომელიც დანით იყო შეიარაღებული. ინცინდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ბოროტმოქმედი ეჭვმიტანილია ტერაქტის მომზადებაში. პოლიციამ შემთხვევის ადგილი ალყაში მოაქცია და გამოძიება დაიწყო. 22 მარტს ვესტმინსტერის ხიდთან ბრიტანელი ხალიდ მასუდი ავტომობილით ხალხის რიგებში შეიჭრა, შემდეგ კი დანით დაჭრა პოლიციის თანამშრომელი. დაიღუპა ხუთი და დაიჭრა ათობით ადამიანი. თავდამსხმელი სამართალდამცველებმა ადგილზე გაანადგურეს.

XS
SM
MD
LG