Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკედონიაში ალბანელთა მოწინააღმდეგე პარტიამ იერიში მიიტანა პარლამენტის შენობაზე


მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში ნაციონალისტური პარტიის წევრებმა იერიში მიიტანეს პარლამენტის შენობაზე, მას შემდეგ, რაც სოციალ-დემოკრატების და ეთნიკური ალბანელების პარტიების ალიანსმა პარლამენტის სპიკერის პოსტზე დაამტკიცა ეთნიკური ალბანელი პირი. რადიო თავისუფლების კორესპონდენტი სკოპიედან იუწყება, რომ დემონსტრანტებმა სასტიკად სცემეს სოციალ-დემოკრატების ლიდერს, ზორან ზაევს - ხელმძღვანელს შემოთავაზებული მმართველი კოალიციისა, რომელიც მოიცავს ეთნიკური ალბანელების პარტიებს და სულ მცირე ერთ ალბანელ დეპუტატს. დემონსტრანტები აფრიალებდნენ მაკედონიის დროშებს, ისინი გადაახტნენ პარლამენტის წინ აღმართულ ბარიერებს, რა დროსაც ისინი დაცვას არ შეუჩერებია. აქცია მოჰყვა ცნობას, რომ საპარლამენტო ალიანსმა პარლამენტის სპიკერის პოსტზე დაამტკიცა ტალათ ჯაფერი, ეთნიკური ალბანელი პოლიტიკოსი, რომელიც წარმოადგენს ეთნიკური ალბანელების დემოკრატიულ გაერთიანებას ინტეგრაციისთვის. სკოპიეში ბოლო თვეებში რამდენჯერმე გაიმართა აქცია შემოთავაზებული მმართველი კოალიციის წინააღმდეგ. ნაციონალისტები აცხადებდნენ, რომ კოალიციაში ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსების პარტიების შეყვანა ეროვნულ უშიშროებას უქმნის საფრთხეს. ეთნიკური ალბანელები მაკედონიის 2,1 მილიონი მოსახლის დაახლოებით მეოთხედს შეადგენენ.

XS
SM
MD
LG