Accessibility links

28 აპრილს სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა და დაშავებულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება


28 აპრილი სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა და დაშავებულთა საერთაშორისო დღეა. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, 14 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართება საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეები ხელისუფლებას შეახსენებენ საწარმოო უბედური შემთხვევების შედეგად დაღუპულთა საგანგაშო სტატისტიკას და მოითხოვენ ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნას. პროფკავშირების ინფორმაციით, საწარმოო უბედური შემთხვევების შედეგად, 2016 წელს საქართველოში გარდაიცვალა 58 და მძიმედ დაშავდა 84 ადამიანი. პროფესიული კავშირების გაერთიანებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი მონაცემებით, 2007-2016 წლებში ქვეყნის მასშტაბით დაიღუპა 416 და მძიმედ დაშავდა 716 ადამიანი. პროფკავშირების განცხადებით სამუშაო ადგილზე გარდაცვალების შემთხვევების დინამიკა მზარდია მას მერე, რაც საქართველოში ფუნქციონირება შეწყვიტა შრომის სახელმწიფო ინსპექციამ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG