Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ფრიდომ ჰაუსი“: ათწლეულის განმავლობაში პრესის თავისუფლება ყველაზე მეტადაა გაუარესებული


საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის, „ფრიდომ ჰაუსის“ დასკვნით, დედამიწის მოსახლეობის მხოლოდ 13 პროცენტი ცხოვრობს ქვეყნებში, სადაც პრესა თავისუფალია. 28 აპრილს გავრცელებულ ანგარიშში ეს აშშ-ში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ პრესის თავისუფლებამ 2016 წელს ათწლეულის განმავლობაში ყველაზე დაბალ ზღვარს მიაღწია. ეს არის შედეგი როგორც დამოუკიდებელ პრესაზე კვლავ გაგრძელებული ზეწოლისა ავტორიტარულ სახელმწიფოებში, ისე წამყვან დემოკრატიებში გაჩენილი ახალი, უპრეცედენტო საფრთხეებისა. ფრიდომ ჰაუსი თავისუფალ პრესას განსაზღვრავს ისეთ მედია გარემოდ, რომელშიც პოლიტიკური ახალი ამბების გაშუქება ინტენსიურია, მედიის საქმეებში სახელმწიფოს ჩარევა - მინიმალური, ჟურნალისტების უსაფრთხოება გარანტირებულია და პრესა არ ექვემდებარება იურიდიულ ან ეკონომიკურ ზეწოლას. ორგანიზაციის თანახმად, მსოფლიოს მოსახლეობის 42 პროცენტი ცხოვრობს ადგილებში, სადაც პრესა „ნაწილობრივ თავისუფალია“, 45 პროცენტი კი იქ, სადაც მედია არ არის თავისუფალი.

XS
SM
MD
LG