Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრიზისის ფონზე მაკედონიაში არ შედგა პოლიტიკური ლიდერების შეხვედრა


მაკედონიელ კანონმდებელთა კოალიციის თავმჯდომარემ, ზორან ზაევმა, დღეს უარი განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტთან, ჯორჯე ივანოვთან შეხვედრაზე. გუშინ ზაევსა და რამდენიმე სხვა დეპუტატს თავს დაესხა დემონსტრანტთა ჯგუფი, რომელიც პარლამენტის შენობაში შეიჭრა. თავდამსხმელებმა, რომელთაგან ზოგს შავი ნიღაბი ეკეთა, სასტიკად სცემეს ზაევს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს სხვა დეპუტატებს. თავდასხმის მიზეზად იქცა ცნობა, რომ საპარლამენტო ალიანსმა პარლამენტის სპიკერის პოსტზე დაამტკიცა ტალათ ჯაფერი, ეთნიკური ალბანელი პოლიტიკოსი, რომელიც წარმოადგენს ეთნიკური ალბანელების დემოკრატიულ გაერთიანებას ინტეგრაციისთვის. სკოპიეში ბოლო თვეებში რამდენიმეჯერ გაიმართა აქცია შემოთავაზებული მმართველი კოალიციის წინააღმდეგ. ნაციონალისტები აცხადებენ, რომ კოალიციაში ეთნიკურ ალბანელთა პარტიების შეყვანა ძირს უთხრის ეროვნულ უსაფრთხოებას. ეთნიკური ალბანელები მაკედონიის 2,1-მილიონიანი მოსახლეობის ერთ მეოთხედს შეადგენენ. დღეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა ფედერიკა მოგერინიმ მკაცრად დაგმო მომხდარი ძალადობა და მას „ყოვლად მიუღებელი“ უწოდა.

XS
SM
MD
LG