Accessibility links

28 აპრილს ირანის საპრეზიდენტო კანდიდატების სატელევიზიო დებატები იმართება


ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე ექვსი კანდიდატი 28 აპრილს მართავს სატელევიზიო დებატებს, რომელიც ცოცხალ ეთერში გადაიცემა. ირანის სახელმწიფო მედიის თანახმად,პირველი დებატების თემები სოციალ-ეკონომიკური სფეროდანაა.ცნობით, მისი დაწყება თბილისის დროით, ნაშუადღევის ოთხის ნახევარზეადაგეგმილი. სულ, არჩევნების დღემდე, 19 მაისამდე, კიდევ ორი ასეთი დებატები გაიმართება. მათი თემები პოლიტიკადა ეკონომიკა იქნება. ირანის ახლა მოქმედი პრეზიდენტი, ჰასან როჰანი, მეორე ვადით აპირებს იყაროს კენჭი. მისი მთავარი კონსერვატორი მეტოქეები არიან სასულიერო პირი, ებრაჰიმ რაისი და თეირანის მერი, მოჰამად ბაყერ ყალიბაფი, რომლებმაც როჰანის ეკონომიკური პოლიტიკა გააკრიტიკეს. თავიდან ირანის მთავრობა ფიქრობდა, სატელევიზიო დებატები ჩაეწერა და შემდეგგადაეცა ეთერში. მაგრამ ფართო კრიტიკის შედეგად, გადაწყვიტეს დებატების ცოცხალ ეთერში გადაცემა. კანდიდატთა დებატები ცოცხალ ეთერში გადაიცა 2009 და 2013 წლების საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG