Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის სასამართლომ დაიწყო რადიო თავისუფლების ვებსაიტის დაბლოკვის თაობაზე მთავრობის მოთხოვნის განხილვა


ბაქოში ერთ-ერთი სასამართლო განიხილავს აზერბაიჯანის მთავრობის მოთხოვნას ხუთი დამოუკიდებელი მედია საშუალების, მათ შორის რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის ვებსაიტების დაბლოკვის თაობაზე. სარჩელი შეიტანა ფაიყ ფარმანოვმა, რომელიც ხელმძღვანელობს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს ფარგლებში მოქმედ ელექტრონული უსაფრთხოების ცენტრს. 27 აპრილს გამართული სასამართლოს სხდომა ხანმოკლე იყო, შემდეგი მოსმენა 1 მაისისთვის დაინიშნა, მას შემდეგ, რაც მედია საშუალებების წარმომადგენელმა ადვოკატებმა მოითხოვეს მათთვის საქმესთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტის გადაცემა. სასამართლოსთვის წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, სამინისტრო 27 მარტის შემდეგ ზღუდავს ამ ვებსაიტების ხელმისაწვდომობას, გენერალური პროკურორის ბრძანების საფუძველზე. პროკურორის ოფისი ირწმუნება, რომ რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის და სხვა მედია საშუალებების ვებსაიტები აზერბაიჯანის ეროვნულ უშიშროებას „საფრთხეს უქმნიან“. ფარმანოვის სარჩელის მიზანია პროკურორის ბრძანებისთვის ლეგალური საფუძვლის შექმნა. რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა, ტომას კენტმა სამინისტროს ნაბიჯებს უწოდა ღია ცენზურის მცდელობა, „რომლის მიზანია ზეწოლა თავისუფალ მედიაზე და რომელიც მხოლოდდამხოლოდ საბაზისო უფლებების და საერთაშორისო კონვენციების იგნორირებას მოწმობს“.

XS
SM
MD
LG