Accessibility links

მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართა პროფკავშირების და დასაქმებულების აქცია


28 აპრილი სამუშაო ადგილზე გარდაცვლილთა და დაშავებულთა საერთაშორისო დღეა, რომლის აღსანიშნავად გაერთანებულმა პროფკავშირებმა და დასაქმებულებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას შეახსენეს საწარმოო უბედური შემთხვევების შედეგად დაღუპულთა საგანგაშო სტატისტიკა და მოითხოვეს ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნა. პროფკავშირების ინფორმაციით, საწარმოო უბედური შემთხვევების შედეგად, 2016 წელს საქართველოში გარდაიცვალა 58 და მძიმედ დაშავდა 84 ადამიანი. პროფესიული კავშირების გაერთიანებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი მონაცემებით, 2007-2016 წლებში ქვეყნის მასშტაბით დაიღუპა 416 და მძიმედ დაშავდა 716 ადამიანი. პროფკავშირების განცხადებით სამუშაო ადგილზე გარდაცვალების შემთხვევების დინამიკა მზარდია მას მერე, რაც საქართველოში ფუნქციონირება შეწყვიტა შრომის სახელმწიფო ინსპექციამ.

XS
SM
MD
LG