Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუს ბლოგერს ეკლესიაში "პოკემონ გოუს" თამაშისთვის სამნახევარი წლით პატიმრობა ემუქრება


რუსეთში პროკურორები გამოვიდნენ მოწოდებით სამნახევარი წლით მიესაჯოს პატიმრობა ბლოგერს, რომელსაც ბრალად უყენებენ სიძულვილის გაღვივებას ეკლესიაში პოპულარული "პოკემონ გოუს" თამაშის გამო. ბლოგერი, 22 წლის რუსლან სოკოლოვსკი, აცხადებს, რომ "თავზარდაცემულია" პროკურორების მოთხოვნით. პროკურატურის პოზიცია გამოცხადდა 28 აპრილის სასამართლო სხდომაზე, რომელიც ქალაქ ეკატერინბურგში იმართება. უფლებადამცველების მიერ გაკრიტიკებულ სასამართლოზე საბოლოო სიტყვით გამოსვლისას, სოკოლოვსკიმ თქვა, ნამდვილად შოკში ვარ პროკურატურის მოთხოვნის გამოო და სასამართლოს მიმართა თხოვნით მას უფრო შემწყნარებელი სასჯელი შეუფარდოს, თუკი დანაშაული დამტკიცდება. სოკოლოვსკი აცხადებს, რომ მის საქციელს არაფერი ჰქონდა საერთო ძალადობასთან და ის ექსტრემისტი არ არის. მოსამართლის გადაწყვეტილებით, სოკოლოვსკის განაჩენი 11 მაისს გამოცხადდება. სოკოლოვსკი სექტემბერში დააკავეს, მას შემდეგ, რაც მან გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ასახული იყო როგორ თამაშობდა ამ, იმ დროისთვის გლობალურად პოპულარულ სატელეფონო თამაშს, ეკლესიაში.

XS
SM
MD
LG