Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ქალაქებში გაიმართა პუტინის საწინააღმდეგო აქცია სახელწოდებით „მოგვბეზრდა“


29 აპრილს რუსეთის ქალაქებში გაიმართა მოძრაობა „ღია რუსეთის“ აქცია სახელწოდებით, „მოგვბეზრდა“. დაკავებულია დემონსტრაციების მონაწილე ათეულობით პირი. მისი მონაწილეების მიზანი იყო მოეთხოვათ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისგან, უარი ეთქვა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე. სანქტ-პეტერბურგში დააკავეს აქციის მონაწილე 30 კაცი. მოსკოვში გამართული აქციის მონაწილეები, ათეულობით ადამიანი, აპირებდნენ მიმართვა ჩაებარებინათ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, რომელთანაც ასეულობით პოლიციელი მორიგეობდა. კემეროვოში დააკავეს 20 პირი. იჟევსკში, ნოვოკუზნეცკში და ტიუმენში - აქციის ორგანიზატორები. სულ მცირე, ორ ქალაქში, ნოვოსიბირსკში და ტომსკში აქცია არ ჩატარებულა. მოძრაობა „ღია რუსეთი“ დააფუძნა მიხაილ ხოდორკოვსკიმ. 29 აპრილის აქციით მან კმაყოფილება გამოხატა. მან მარტის ბოლოს გამოაცხადა აქცია „მოგვბეზრდას“ ორგანიზების შესახებ. 26 აპრილს რუსეთის ხელისუფლებამ დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებული ორგანიზაცი არასასურველად გამოაცხადა. მეორე დღეს ორგანიზაციის მოსკოვის ოფისი გაჩხრიკეს. აქცია „მოგვბეზრდა“ რუსეთის 32 ქალაქში გაიმართა.

XS
SM
MD
LG