Accessibility links

ჩრდილოეთმა კორეამ რაკეტის წარუმატებელი გამოცდა განახორციელა


ჩრდილოეთმა კორეამ განახორციელა რაკეტის გამოცდა, რომელიც ჩაიშალა, რადგან აფრენიდან მალევე რაკეტა აფეთქდა საკუთრივ ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე. გამოცდის მცდელობით ფხენიანმა გამოწვევა გაუგზავნა აშშ-ს და მსოფლიოს სხვა დიდ სახელმწიფოებს. წინასწარი ცნობებით, ეს იყო საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტა. რაკეტის გაშვების მცდელობა მოხდა რამდენიმე საათის შემდეგ მას მერე, რაც დასრულდა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელზეც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა წევრ ქვეყნებს მოუწოდა გააძლიერონ ფხენიანის მიმართ სანქციები და მკაცრად შეასრულონ გაეროს ადრინდელი რეზოლუციები ჩრდილოეთი კორეის მიმართ. აშშ-ის პრეზიდეტი, დონალდ ტრამპი ტვიტერით გამოეხმაურა ბალისტიკური რაკეტის გამოცდას და ბრალად დასდო ჩრდილოეთ კორეას, რომ მან უპატივცემულობა გამოავლინა ჩინეთის და მისი ღრმად პატივცემული პრეზიდენტის მიმართ. ჩინეთმა ახლახან გააფრთხილა ფხენიანი, რომ თუ ის კვლავ გამოცდიდა ბირთვულ იარაღს, პეკინი მეტ სანქციებს დაუწესებდა მას. 29 აპრილის გამოცდის თაობაზე იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, შინზო აბემ განაცხადა, რომ გამოცდა სრულიად მიუღებელია, რომ ეს არის „დიდი საფრთხე“ იაპონიისთვის.

XS
SM
MD
LG