Accessibility links

ჰექმათიარმა თალიბანს ომის შეწყვეტისკენ მოუწოდა


ავღანეთის ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტიანმა საველე მეთაურმა თალიბანს მოუწოდა შეწყვიტოს შეიარაღებული წინააღმდეგობა მთავრობის არმიასთან და დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკება. გულბედინ ჰექმათიარმა უწოდა უმიზნო და უაზრო თალიბანის ბრძოლას, რომელსაც არაფერი აქვს საერთო „წმინდა ომთან“. ჰექმათიარი 29 აპრილს სიტყვით გამოვიდა ლაღმანის პროვინციაში, ავღანელ პოლიტიკოსებსა და თავის მომხრეებთან შეხვედრაზე. მან თქვა, რომ სურს ავღანეთი იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი ისლამური სახელმწიფო. ავღანეთის ყოფილი პრემიერი პირველად გამოჩნდა ორი ათწლეულის მანძილზე საჯაროდ. ჰექმათიარმა დაარსა მოძრაობა „ჰეზსბ-ი ისლამი“. მან სექტემბერში მოაწერა ხელი ავღანეთის მთავრობასთან სამშვიდობო შეთანხმებას. მის მიხედვით, ისლამისტების მხრიდან იარაღის გამოყენებაზე უარის თქმის საპასუხოდ ჰექმათიარის მომხრეებს ციხეებიდან გაუშვებდნენ. გაეროს უშიშროების საბჭომ თებერვალში გააუქმა ჰექმათიარის მიმართ დაწესებული სანქციები და თითქმის ორი ათეული წელიწადი დევნილობაში ყოფნის შემდეგ ის სამშობლოში დაბრუნდა. მთავრობასთან მორიგება ბევრი ავღანელის და უფლებადამცველების მიერ შეფასდა, როგორც ზედმეტად დამთმობი ისეთი პირის მიმართ, რომელსაც ბრალდებოდა ძალადობა და რომელსაც „ქაბულის ყასაბი“ უწოდეს ქაბულში ბრძოლების გამო, რასაც ათასობით სამოქალაქო პირის სიკვდილი მოჰყვა 1990-იანი წლების დასაწყისში. აშშ-ის მიერ ჰექმათიარი შერაცხული იყო გლობალურ ტერორისტად, როცა მან "წმინდა ომი" გამოუცხადა უცხოეთის ჯარებს ავღანეთში.

XS
SM
MD
LG