Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპი ექსტრემიზმთან საბრძოლველად დიალოგისკენ მოწოდებით გამოდით


რომის პაპმა, ფრანცისკემ მოწოდება გამოთქვა ახალი დიალოგისკენ ექსტრემიზმთან ბრძოლაში. ის თავის ხანმოკლე ვიზიტს აგრძელებს ეგვიპტეში, რათა მხარდაჭერა უჩვენოს ეგვიპტეში ქრისტიანებს, რომლებზეც არაერთი თავდასხმა განხორციელდა. კათოლიკური ეკლესიის ლიდერმა ამ მოწოდებით მიმართა ათასობით მორწმუნეს 29 აპრილს, ღვთის მსახურების დროს. პაპის ვიზიტი ეგვიპტეში მოჰყვა ეგვიპტის სამ ეკლესიაზე თავდასხმას ამ თვეში, ასევე დეკემბერში აფეთქებას, რასაც ათეულობით მლოცველი ემსხვერპლა. თავდასხმები ექსტრემისტული „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ იყო მოწყობილი. უსაფრთხოების გამო შეშფოთების მიუხედავად, პაპი ეგვიპტეში 27 საათიანი ვიზიტის დროს მოიხმარს ჩვეულებრივ ავტომანქანას, რადგან ადამიანებთან სიახლოვის მიზნით თავს არიდებს დაჯავშნულ ავტომობილს. პაპი აპირებდა ეგვიპტის პრეზიდენტთან, ალ სისისთან და სხვა გავლენიან სუნიტ ლიდერებთან შეხვედრას. ის ესაუბრა კოპტების მართლმადიდებელი ეკლესიის მამამთავარს.

XS
SM
MD
LG