Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ლიდერები ბრექსიტის გამო მოლაპარაკების სტრატეგიაზე შეთანხმდნენ


ევროკავშირის 27 სახელმწიფოს ლიდერებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შესახებ მოლაპრარაკების სტრატეგიას. შეხვედრის მონაწილეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ბრიტანეთთან ახალი სავაჭრო შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკება მხოლოდ მაშინ დაიწყება, როცა ლონდონი დათანხმდება ევროკავშირის მიერ წაყენებული ყველა პირობის შესრულებას ადამიანის უფლებების სფეროში, მიიღებს კანონს ბრექსიტზე და გაარკვევს ჩრდილოეთი ირლანდიის საკითხს. საქმე ეხება ბრიტანეთში მცხოვრებ სამ მილიონ პირს - ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს და ევროპის კავშირში მყოფ მილიონ ბრიტანელთს, მათ სოციალურ დაცვას და საავადმყოფო დაზღვევას. თუ ჩრდილოეთი ირლანდია ირლანდიის რესპუბლიკას შეუერთდა, ევროკავშირი ვალდებულებას კისრულობს, თავის შემადგენლობაში დატოვოს ის.

XS
SM
MD
LG