Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონში ბუნების დამცველთა საპროტესტო დემონსტრაცია გაიმართა


აშშ-ის დედაქალაქში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა დემონსტრაციაში, რომელიც კლიმატის ცვლილების და გარემოს დაცვის სფეროში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პოლიტიკის მიმართ საპროტესტო აქციას წარმოადგენდა. დემონსტრაციისას სახელწოდებით, „ხალხის კლიმატის მსვლელობა“, ჩანდა ხალხის უკმაყოფილება ტრამპის ადმინისტრაციის სურვილის გამო, შეამციროს გარემოს დაცვის სააგენტოს ბიუჯეტი. ვაშინგტონი ასევე ფიქრობს, გამოვიდეს პარიზის შეთანხმებიდან, რომელსაც 190-მა ქვეყანამ მოაწერა ხელი, იმისთვის, რომ გლობალური დათბობის მიზეზების შეიზღუდოს. ტრამპი გამოვიდა მოწოდებით, გაუქმდეს რეგულაციები ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების მიმართ და გაიცეს ნავთობის და გაზის მოპოვების უფლება ნაკრძალებში. მსგავსი დემონსტრაციები დაგეგმილია აშშ-ის და მსოფლიოს ქალაქებში. გასულ შაბათ-კვირას ვაშინგტონის ქუჩებში გავიდნენ დემონსტრანტები, რომლებიც მეცნიერებისა და კვლევის სფეროში ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკას აკრიტიკებდნენ.

XS
SM
MD
LG