Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აშშ-ს სიცრუეში ადანაშაულებს ევროპაში ანტისარაკეტო სისტემების განთავსების შესახებ


რუსეთმა კიდევ ერთხელ დაადანაშაულა აშშ სიცრუეში ევროპის ტერიტორიაზე ანტისარაკეტო სისტემების განთავსების თაობაზე. ვაშინგტონმა განმეორებით განაცხადა თავისი მიგნების თაობაზე, რომ მოსკოვი არღვევს იარაღის კონტროლის მნიშვნელოვან ხელშეკრულებას. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 29 აპრილის მწვავე კომენტარი მოჰყვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის იარაღის კონტროლის დაცვის თაობაზე წლიურ ანგარიშის გამოქვეყნებას. აპრილში გამოქვეყნებულ ანგარიშში, უკვე მეოთხე წელიწადია, მეორდება მოსაზრება, რომ რუსეთმა განავითარა სახმელეთო ფრთოსანი რაკეტა, რაც 1987 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულების დარღვევაა. რუსეთის და აშშ-ის ეს ფუნდამენტური ხელშეკრულება ეხება საშუალო და მცირე რადიუსის ბირთვული რაკეტების განადგურებას ევროპაში. თავის შენიშვნაში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ეთანხმება აშშ-ის ბრალდებას და იმეორებს ძველ მტკიცებას, რომ აშშ-ის მიერ რუმინეთსა და პოლონეთში „იჯისის“ ტიპის ანტისარაკეტო სისტემის განთავსება ეწინააღმდეგება ხელშეკრულების პრინციპებს, რასაც ვაშინგტონი უარყოფს. კრემლის საგარეო უწყება წერს, რომ „ვაშინგტონს მოჰყავს განზრახ ყალბი ინფორმაცია, რომ ასრულებს ამ ხელშეკრულებით ნაკისრ თავის ვალდებულებს. წლების წინ, აშშ-მა უბრალოდ უგულებელყო რუსეთის სერიოზული შეშფოთება", აცხადებს სამინისტრო.

XS
SM
MD
LG