Accessibility links

ყირგიზეთში მეწყერის შედეგად დახოცილებს გლოვობენ


ყირგიზეთში 30 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა ოშის ოლქში მეწყერის შედეგად დახოცილთა გამო. მეწყერმა სოფელ აიუში 24 ადამიანი იმსხვერპლა. ბრძანებულება გლოვის დღის შესახებ გამოსცა ამ ქვეყნის პრეზიდენტმა, ალმაზბეკ ატამბაევმა. მილიონი კუბური მეტრის მოცულობის მეწყერი სოფელ აიუზე 29 აპრილის დილით ჩამოწვა. მიწამ დაფარა ექვსი ერთსართულიანი სახლი, რომლებშიც სავარაუდოდ 24 ადამიანი, მათ შორის 14 წლამდე ასაკის ცხრ ბავშვი იყო.

XS
SM
MD
LG