Accessibility links

ალექსეი ნავალნი: შეიძლება თვალი სამუდამოდ დამიზიანდეს


რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი ამბობს, რომ მას შეიძლება მარჯვენა თვალი სამუდამოდ დაუზიანდეს მას მერე, რაც უცნობი პირი თავს დაესხადა ;g ეგრეთ წოდებული, „ბრილიანტის მწვანე“, ანტისეპტიკური სითხე შეასხა სახეში. ნავალნიმ დაწერა 30 აპრილს, რომ მისი ექიმის აზრით, ხსნარი შეიცავდა სხვა ნივთიერებებსაც, რამაც შეიძლება დაწვა თვალის რქოვანა და გუგა. ინციდენტი მოხდა 27 აპრილს, მისი ანტიკორუფციული ორგანიზაციის შტატ-ბინასთან, მოსკოვის მახლობლად. ნავალნი აპირებს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იყაროს კენჭი, რაც პირდაპირი გამოწვევაა ვლადიმირ პუტინისთვის. ნავალნიმ თავის უებ საიტზე დაწერა, რომ ყოველ 15 წუთში ისხამს თვალის წვეთებს, ასევე უკეთებენ ნემსებს. „ვიბრძვით, რომ თვალის ჩინი შემინარჩუნდეს, აცხადებს ნავალნი, თუ ეს არ მოხდა, და ეს შესაძლებელია, რუსეთს ეყოლება ელეგანტურ თეთრ თვალა პრეზიდენტიო. კრემლის მიმართ კრიტიკულად განწყობილ პირებს არაერთხელ დასხმიან თავს „ბრილიანის მწვანით“, მაგრამ ამგვარი თავდასხმის შედეგად სამუდამო დაზიანება არავის მიუღია. ნავალნი წერს, რომ ვფიქრობ, ამ თავდასხმისთვის არავინ დაისჯებაო.

XS
SM
MD
LG