Accessibility links

სტამბოლში სპარსულ ენოვანი სატელიტური ტელევიზიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მოკლეს


სტამბოლში მოკლეს სპარსულ ენოვანი სატელევიზიო გასართობი ტელეარხის „ჯემ ტი ვის“დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. საიდ ქარიმიანი, ირანული წარმოშობის ბრიტანეთის მოქალაქე, თავის კუვეიტელ ბიზნეს პარტნიორთან ერთად სტამბოლში, მასლაქის უბანში მოკლეს 29 აპრილს, ღამით. „დოგანის“სააგენტოს ცნობით, როცა ორნი მასლაქში მანქანით გადაადგილდებოდნენ, მათ გზა გადაუღობა სხვა ავტომანაქანამ, საიდანაც გადმოსულებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს. სააგენტოს თანახმად, თავდამსხმელებმა მანქანით დატოვეს შემთხვევის ადგილი. მოგვიანებით მანქანა დამწვარი ნახეს სტამბოლის სხვა რაიონში.ქარიმიანს დაუსწრებლად მიუსაჯა ირანის სასამრთლომ ექვს წლიანი პატიმრობა ირანის საწინააღმდეგო პროპაგანდის გავრცელების ბრალდებით. „ჯემის“ ჯგუფი 200 წელს ლონდონში დაფუძნდა და შემდეგ დუბაიში გადაინაცვლა. ჯგუფის უებ საიტის თანახმად, მას 17 არხი აქვს ქურთულ, აზერბაიჯანულ და არაბულ ენებზე.

XS
SM
MD
LG