Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საუდის არაბეთმა 46 პირი დააკავა მედინის მეჩეთზე თავდასხმასთან სავარაუდო კავშირის გამო


2016 წელს მუსლიმთა წმინდა ქალაქ მედინაში მეჩეთზე თავდასხმასთან კავშირში ეჭვმიტანილი 46 პირი დააკავეს საუდის არაბეთის ხელისუფლებმა. მათგან 32 საუდის არაბეთის მოქალაქეა,14 უცხოელი. შარშან ოთხ ივლისის მედინაში განხორციელებული თავდასხმისას ოთხი გუშაგი მოკლეს. პასუხიმსმგებლობა არავის უკისრია, მაგრამ ეჭვი მიიტანეს ექსტრემისტულ „ისლამურ სახელმწიფოზე“, რომელიც საუდის არაბეთის მონარქიის დამხობისკენ მოწოდებით გამოვიდა. საუდის არაბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ბრალი არავისთვის წაუყენებიათ.

XS
SM
MD
LG