Accessibility links

ციხიდან ვადაზე ადრე გაუშვეს ირანელი კინორეჟისორი


ირანში საპატიმროდან ვადაზე ადრე გაუშვეს ირანელი კინორეჟისორი, რომელმაც ხუთი თვე დაჰყო საპატიმროში „სიწმინდეების შეურაცხყოფის“ და „პროპაგანდის გავრცელების“ ბრალდებით. 31 წლის ირანელი ქურთი, ქეივან ქარიმი, 19 აპრილს გაუშვეს, როგორც ამნესტი ინტერნეშენელი იტყობინება .ქარიმის აცხადებს, რომ არ იცის ჯერ, სად გააგრძელებს საქმიანობას. ქარიმის ბრალი წაუყენეს2015 წლის ოქტომბერში, როგორც თვითონ ამბობს, იმისთვის, რომ გააკეთა დოკუმენტური ფილმი თეირანში პოლიტიკური გრაფიტის შესახებ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG