Accessibility links

პოლონეთში დააკავეს ავსტრიელი უკრაინაში ომის დანაშაულის ჩადენის ბრალებით


პოლონეთის ხელისუფლების თანახმად, დააკავეს ავსტრიის მოქალაქე, რომელიც ეჭვმიტანილია უკრაინაში ომის დანაშაულის ჩადენაში. ვრცელდება ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვის მხარეს იბრძოდა დაკავებული, უკრაინის არმიის თუ რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტებისა. 25 წლის ეჭვმიტანილი ავსტრიის თხოვნით დააკავეს ორი დღით ადრე, სანამ უკრაინაში გადავიდოდა პოლონეთიდან. ის ეჭვმიტანილია, რომ მონაწილეობას იღებდა ბრძოლებში აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც, სავარაუდოდ, დახოცა და დაჭრა ტყვეები. ტყვეების დახოცვა და წამება ჟენევის კონვენციითაა აკრძალული.

XS
SM
MD
LG