Accessibility links

მაკმასტერი: პუტინი საკუთარი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს


ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, გენერალ-ლეიტენანტ ჰ.რ. მაკმასტერის აზრით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი საკუთარი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადისა და ავღანეთში თალიბანის მხარდაჭერით. ეს მოსაზრება მაკმასტერმა გამოთქვა 30 აპრილს ამერიკულ საინფორმაციო ტელეარხ „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში. მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტის მოქმედებაში ცვლილება უნდა მოხდეს, რათა ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა გაუმჯობესდეს. პუტინის შესახებ მაკმასტერის განცხადებები დიდ ინტერესს იწვევს მოსკოვის მიმართ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დამოკიდებულების დასადგენად. წინასაარჩევნო კამპანიის დროს და პრეზიდენტობის დასაწყისში, ტრამპი ქებას არ იშურებდა პუტინის მისამართით, მას „ძლიერ ლიდერად“ მოიხსენიებდა. მაგრამ ორხმრივი ურთიერთობა კვლავაც დაძაბულია, რადგან ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის უთანხმოებას იწვევს სირიის, ირანის, უკრაინის, ავღანეთისა და სხვა საკითხები. შეკითხვას, გაუმჯობესდა თუ არა რუსეთთან ურთიერთობა 20 იანვარს ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, მაკ მასტერმა უპასუხა: არა მგონია, ან მართლაც გაუმჯობესებულიყო, ან გაუარესებულიყოო.

XS
SM
MD
LG