Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიამ თანმხლები ხომალდი გააგზავნა წყნარ ოკეანეში აშშ-ის გემებისათვის


იაპონიამ თავისი უდიდესი სამხედრო ხომალდი გააგზავნა ტოკიოს სამხრეთით აშშ-ის დამხმარე გემის მხარდასაჭერად, კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობის ფონზე. ვერტმფრენმზიდმა „იზუმომ“ 1 მაისს დატოვა იოკოსუკას პორტი, რათა წყნარ ოკეანეში, ტოკიოს სამხრეთით შეხვდეს და გაჰყვეს აშშ-ის სამხედრო დამხმარე ხომალდს. ეს ხომალდი საწვავით მოამარაგებს სხვა ამერიკულ გემებს, მათ შორის ავიამზიდ „კარლ ვინსონს“, რომელიც ამჟამად რეგიონშია განთავსებული. იაპონია პირველად ატარებს ასეთ ოპერაციას მას შემდეგ, რაც მიიღო სადავო კანონი, რომელიც იაპონიის სამხედრო ძალებს უცხოეთში თავისი როლის გაზრდის უფლებას ანიჭებს. ჩრდილოეთი კორეა ამერიკული ავიამზიდისა და წყალქვეშა ნავის ჩაძირვით იმუქრება, ფხენიანსა და ვაშინგტონს შორის დაძაბულობის გამწვავების ფონზე. ფხენიანმა 30 აპრილს რაკეტა გამოსცადა მიუხედავად ვაშინგტონისა და რეგიონში მისი მოკავშირეების არაერთი გაფრთხილებისა, შეწყვიტოს ბირთვული იარაღისა და რაკეტების გამოცდა.

XS
SM
MD
LG