Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ემანუელ მაკრონი შესაძლებლად მიიჩნევს "ფრექსიტს", თუ არ მოხდება ევროკავშირის რეფორმა


საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი, ემანუელ მაკრონი შესაძლებლად მიიჩნევს „ფრექსიტის“, ანუ ევროკავშირიდან საფრანგეთის გასვლის პერსპექტივას, თუ არ მოხდება ევროკავშირის რეფორმა. მაკრონმა ეს განცხადება გააკეთა ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია ბიბისისთან ინტერვიუში. მაკრონს 7 მაისს, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების რეალური შანსი აქვს. ის ევროკავშირის მხარდამჭერი, ცენტრისტი კანდიდატია - განსხვავებით თავისი მეტოქის, ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენისაგან, რომელიც პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში აპირებს ევროკავშირიდან გასვლაზე რეფერენდუმის ჩატარებას. როგორც მაკრონმა 1 მაისს აღნიშნა, „ევროპული იდეა და ევროპული პოლიტიკა“ უკიდურესად მნიშვნელოვანია საფრანგეთისათვის, მაგრამ საფრანგეთის საზოგადოება „დღეს უკიდურესად უკმაყოფილოა, მოთმინებას კარგავს" და "უკვე დაუშვებელია ევროკავშირის დისფუნქციასთან შერიგება.“ საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხების შედეგებით, ემანუელ მაკრონი 20%-ით უსწრებს მარინ ლე პენს.

XS
SM
MD
LG