Accessibility links

ირაკლი კობახიძის თქმით, კონსტიტუციის ახალი რედაქციით გაძლიერდება ოპოზიციის უფლებები


საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციით საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება მხოლოდ ისეთი პროპორციული სისტემით, რომელიც რეალურად გამორიცხავს ერთპარტიული საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნას - ამის შესახებ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, საარჩევნო ბარიერი კვლავ 5% იქნება, თუმცა სიახლეა ის, რომ პარლამენტს ეყოლება იმდენი ფრაქცია, რამდენი სუბიექტიც გადალახავს დადგენილ ბარიერს. „დღეს საქართველოს პარლამენტში რეალურად წარმოდგენილია ოთხი სუბიექტი და ჩამოყალიბებულია 11 ფრაქცია, რაც მთლიანად ეწინააღმდეგება ევროპულ ტრადიციებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, კონსტიტუციის ახალი რედაქციით, გაძლიერდება ოპოზიციის უფლებები, მათ შორის არა უმრავლესობას, არამედ უმცირესობას ექნება საგამოძიებო კომისიის შექმნის უფლება.

XS
SM
MD
LG