Accessibility links

სირიაში აშშ-ის მხარდაჭერით მებრძოლმა ძალებმა წინ წაიწიეს ქალაქ ტაბქაში


სირიაში აშშ-ის მხარდაჭერით მებრძოლმა ქურთებმა და არაბებმა წინ წაიწიეს ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლისას ქალაქ ტაბქაში, რომელიც ექსტრემისტების მთავარ დასაყრდენთან, ჩრდილოეთ სირიის ქალაქ რაყასთან მდებარეობს. ლონდონში დაფუძნებულ ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის“ ცნობით, ქურთებისა და არაბების ალიანსი, რომელიც ცნობილია, როგორც „სირიის დემოკრატიული ძალები“, ახლა აკონტროლებს ტაბქის 70%-ზე მეტს. ორგანიზაცია იუწყება „დემოკრატიულ ძალებსა“ და ექსტრემისტებს შორის ინტენსიურ შეტაკებებზე. აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიცია საჰაერო და სახმელეთო მხარდაჭერას უწევს „სირიის დემოკრატიულ ძალებს“, რომელმაც ალყა შემოარტყა ტაბქას. ეს ქალაქი მდინარე ევფრატის ნაპირზე მდებარეობს და 55 კილომეტრით არის დაშორებული რაყიდან. ტაბქაში 85 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG