Accessibility links

გამოქვეყნდა „ჰიუმან რაიტს უოჩის“ ანგარიში სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე


საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია „ჰიუმან რაიტს უოჩმა“ გამოაქვეყნა ანგარიში სირიაში ქიმიური იერიშების შესახებ. დოკუმენტში მოცემულია ახალი მტკიცებულებები სირიის არმიის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების თაობაზე. მოწვეულმა ექსპერტებმა შეისწავლეს პროვინცია იდლიბში აფეთქების ადგილზე წარმოქმნილი კრატერების სურათები და დაასკვნეს, რომ ქალაქ ხან-შეიხუნში ჩამოყარეს საბჭოთა პერიოდში წარმოებული ბომბები, რომლებიც ზარინს შეიცავდნენ. ანგარიშში თავმოყრილია ასევე მოწმეთა ჩვენებები. სირიის ოპოზიციამ 4 აპრილს განაცხადა, რომ ათობით ადამიანი დაიღუპა სირიის ქალაქ ხან-შეიხუნში ნერვულ-პარალიზებადი მოქმედების გაზის ზემოქმედების შედეგად, რის გამოყენებაშიც ამბოხებულებმა და დასავლეთის ქვეყნებმა სირიის სამთავრობო ჯარები დაადანაშაულეს. უფლებათადამცველების დასკვნით, სირიის ლიდერი ბაშარ ალ ასადი სისტემატურად იყენებს ქიმიურ იარაღს. ხოლო სირიის ხელისუფლების მოქმედებას ორგანიზაცია „ჰიუმან რაიტს უოჩი“ დანაშაულებრივს უწოდებს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG