Accessibility links

საპროტესტო გამოსვლები რუსეთში


საპროტესტო გამოსვლები რუსეთში
please wait
Embed

No media source currently available

0:00 0:01:03 0:00

სანქტ-პეტერბურგში დემონსტრანტებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა გააპროტესტეს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ქალაქის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო, ისაკის ტაძარი, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას გადაეცემა. დააკავეს რამდენიმე ადამიანი, რომელიც ჩეჩნეთში ჰომოსექსუალთა მიმართ რეპრესიებს აპროტესტებდა. ასევე ხანმოკლე ინციდენტი მოხდა, როცა სახელმწიფო დუმის დეპუტატ ვიტალი მილონოვსა და მის მომხრეებს დაუპირისპირდნენ ჯგუფ „ღია რუსეთის“ წევრები. მოსკოვში წითელ მოედანზე განსხვავებული საპირველმაისო ატმოსფერო სუფევდა. ხალხი აფრიალებდა საბჭოთა კავშირისა და რუსეთის დროშებს, ასევე ეჭირათ ვლადიმირ პუტინის პარტიის, „ერთიანი რუსეთის“ ბანერები.

XS
SM
MD
LG