Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთოს ექსპერტები თბილისში შეხვდნენ მედიასაშუალებების წარმომადგენლებს


ეუთოს ექსპერტები, ლიტვის ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარე, დანიუს რადზევიჩუსი და მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენლის მრჩეველი, აიდარ ბოტაგაროვი თბილისში შეხვდნენ მედიასაშუალებების წარმომადგენლებს. დღესვე დაგეგმილია ეუთოს ექსპერტების შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის წარმომადგენლებთან. დანიუს რადზევიჩუსის და აიდარ ბოტაგაროვის ვიზიტის მიზანია საქართველოში არსებული მედიაგარემოს შეფასება და რეკომენდაციების შემცველი ანგარიშის მომზადება. 1 მაისს ეუთოს ექსპერტები შეხვდნენ საქართველოს სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს, სამოქალაქო საზოგადოების, საპარლამენტო უმრავლესობის და ოპოზიციის წარმომადგენლებს და საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძეს. ეუთოს ექსპერტების მასპინძლის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ეუთოს ორდღიანი მისიის მიზანია იმის შეფასება, მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის ფორმით დაეხმარებიან საქართველოს, თუ ხანგრძლივი ექსპერტული მისიით. თამარ ჩუგოშვილის თქმით, ეუთოს ექსპერტების მოწვევა განაპირობა სპეკულაციებმა იმის შესახებ, რომ მედიის თავისუფლების კუთხით საქართველოში არსებობს გარკვეული გამოწვევები.

XS
SM
MD
LG