Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოჭში ჩავიდა გერმანიის კანცლერი, პუტინი და ტრამპი ტელეფონით ისაუბრებენ


გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი შავი ზღვის პირა ქალაქ სოჭში ჩავიდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოსალაპარაკებლად. ორი ლიდერის შეხვედრის თემაა 7-8 ივლისისთვის დაგეგმილი, მსოფლიოს ოცი სახელმწიფოს სამიტი, რომელიც ჰამბურგში უნდა გაიმართოს. 2 მაისისთვის დაიგეგმა აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის და ვლადიმირ პუტინის სატელეფონოს საუბარი, რომელიც თბილისის დროით უნდა გაიმართოს 20:30 საათზე. რუსეთში მერკელის ერთდღიანი სტუმრობისას, რომელიც მეორეა მოსკოვის მიერ ყირიმის დაკავების შემდეგ, საუბარი შეეხება ასევე აღმოსავლეთ უკრაინას და სირიას. მოელიან, რომ მერკელი და პუტინი პრესკონფერენციას გამართავენ თბილისის დროით 19:30 საათზე.

XS
SM
MD
LG