Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამოქმედდა აშშ-ის ანტისარაკეტო სისტემა სამხრეთ კორეაში


სამხრეთ კორეაში ამოქმედდა, აშშ-ის სადავო ანტისარაკეტო სისტემა, რომელის განთავსებამ უკმაყოფილება გამოიწვია რუსეთში და ჩინეთში. ამის თაობაზე ცნობა გაავრცელეს აშშ-ის და სამხრეთ კორეის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ორ მაისს. ამ განცხადებით, სისტემას აქვს უნარი, ადრეულ ფაზაშივე გადაიტაცოს ჩრდილოეთი კორეის მიერ გატყორცნილი რაკეტა ან ბირთვული იარაღი, თავდაპირველი გეგმით,სისტემა უნდა ამოქმედებულიყო 2017 წლის ბოლოს. სისტემის განთავსების წინააღმდეგი იყვნენ არა მხოლოდ ჩინეთი და რუსეთი, რომლებიც თვლიდნენ, რომ რეგიონში ძალთა ბალანსი ირღვეოდა, არამედ - ზოგიერთები სამხრეთ კორეაში. სისტემის ახლა განთავსების მიმართ კრიტიკულად განწყობილები ფიქრობენ, რომ აშშ და მთავრობა სეულში ჩქარობდნენ, 9 მაისის არჩევნებამდე მოესწროთ განთავსება, რადგან მთავრობა შეიცვლება. კორუფციის სკანდალში გახვეულ პაკ კინ ჰეს უნდობლობა გამოუცხადეს და პრეზიდენტობას ჩამოაშორეს. ლიბერალი მუნ ჯეინი, რომელიც შეიძლება პრეზიდენტად აირჩიონ, ჩრდილოეთ კორეასთან შემრიგებლურ გზას ემხრობა და აცხადებს, რომ გადასინჯავს სამხრეთ კორეაში ანტისარაკეტო სისტემის განთავსების საკითხს, თუ პრეზიდენტი გახდა. ჩრდილოეთმა კორეამ 29 აპრილს განახორციელა რაკეტის წარუმატებელი გამოცდა.

XS
SM
MD
LG