Accessibility links

ერდოანმა ევროკავშირს მოუწოდა დაიწყოს მასთან მოლაპარაკება


თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოანმა მოუწოდა ევროპის კავშირს, დაიწყოს მოლაპარაკება თურქეთის სურვილის თაობაზე, ბლოკში გაწევრიანდეს.სხვა შემთხვევაში, თურქეთს ბრიუსელთან აღარაფერი ექნება მოსალაპარაკებელი და დაემშვიდობება მას, - თქვა ერდოანმა, რომლის ეს ნათქვამი რეაქცია იყო ეს ევროკავშირის გაფართოების კომისრის, იოჰანეს ჰანის განცხადებაზე, რომ ერდოანის თურქეთმა ზურგი შეაქცია ევროკავშირში გაწევრიანებას. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ერდოანი ევროპის კავშირის ოფიციალურ პირებს მაისის ბოლოსკენ შეხვდება ნატოს სამიტის კულუარებში, ბრიუსელში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG