Accessibility links

ნავალნი პოლიციას უჩივის უმოქმედობის გgმო


რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი აცხადებს,რომ ოფიციალურად უჩივის მოსკოვის პოლიციას იმის გამო, რომ არ იძიებენ მასზე თავდასხმის შემთხვევას. ნავალნი ამბობს, რომ მასზე თავდასხმის შედეგად, როცა ეგრეთ წოდებული „ბრილიანტის მწვანე“, ანტისეპტიკური სითხე, შეასხეს სახეში, მარჯვენა თვალში მხედველობა 80 პროცენტით გაუუარესდა. ნავალნის თანახმად, მისი ექიმი ფიქრობს, რომ „ბრილიანტის მწვანეში“ გარეული იყო სხვა ნივთიერებაც, თუმცა იმედოვნებს, რომ თვალის ჩინი აღუდგება.თავდასხმა ნავალნიზე მოხდა მისი ანტიკორუფციული ოფისის მახლობლად, 27 აპრილს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG