Accessibility links

სირიაში 40-მდე ადამიანი დაიღუპა ლტოლვილთა ბანაკთან ისლამისტი ექსტრემისტების თავდასხმის შედეგად


ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში, სულ ცოტა, 38 ადამიანი დაიღუპა ლტოლვილთა ბანაკთან ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის შედეგად. ამ ინფორმაციას ავრცელებს ბრიტანეთში დაფუძნებული ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია“. მისივე მონაცემებით, დაიჭრა 30-ზე მეტი ადამიანი. თავდასხმა მოეწყო რაჯმ ალ-სალიბის ლტოლვილთა ბანაკის ბლოკ-პოსტზე. ეს დასახლება ერაყთან სირიის საზღვრის მახლობლად მდებარეობს. „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია“ როგორც განმარტავს, დასახლება მდებარეობს ქურთების შეიარაღებულ ძალების მიერ გაკონტროლებულ ჰასაკეჰის პროვინციასა და „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ დაპყრობილ ტერიტორიებს შორის ფრონტის ხაზზე. როგორც იუწყებიან, რამდენიმე ექსტრემისტმა თავი აიფეთქა ქურთების ბლოკ-პოსტთან, ხოლო სხვებმა იერიში მიიტანეს მძინარე სამოქალაქო პირებზე ბანაკში, რომელსაც თავს აფარებს ასობით დევნილი. ქურთი და არაბი მებრძოლების კოალიცია, რომელიც ცნობილია სახელწოდებით „სირიის დემოკრატიული ძალები“, შეერთებული შტატების სამხედრო დახმარებით ცდილობს, დაიპყროს "ისლამური სახელმწიფოს" მთავარი დასაყრდენი, ქალაქი რაყა. განვლილი წლის განმავლობაში, კოალიციამ ჩრდილოეთ სირიის რამდენიმე რაიონიდან განდევნა ექსტრემისტები.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG