Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ მაკედონიას მთავრობის შექმნისკენ მოუწოდებს


აშშ მაკედონიას მთავრობის შექმნისკენ მოუწოდებს
please wait

No media source currently available

0:00 0:00:51 0:00

აშშ-ის წარმომადგენელი ჰოიტ ი ჩავიდა მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში და ქვეყნის ლიდერებს მოუწოდა, ხელი შეუწყონ ახალი მთავრობის შექმნას. მაკედონია პოლიტიკურ ჩიხში იმყოფება დეკემბერს ჩატარებული არჩევნების შემდეგ. პრეზიდენტი, ყოფილი მმართველი პარტია და ქუჩის საპროტესტო აქციები მიზნად ისახავენ ახალი სამთავრობო კოალიციის შექმნისთვის ხელის შეშლას. „ჩვენ გვწამს, რომ როგორც ყველა ევროპულ დემოკრატიებში, უმრავლესობის ნებისმიერი წინადადება სერიოზულად უნდა იქნეს განხილული პარლამენტში, მასზე დებატები უნდა გაიმართოს პარლამენტში და მას კენჭი უნდა ეყაროს პარლამენტში. ჩვენ გვწამს, რომ ესაა ამ დებატების გასამართი სწორი ადგილი: საკანონმდებლო ორგანოში და არა მის ფარგლებს გარეთ.“ ხუთი დღით ადრე დემონსტრანტები შეიჭრნენ მაკედონიის პარლამენტის შენობაში და სცემეს ახალი კოალიციის წევრები, მათ შორის, პრემიერ-მინისტრობის მომლოდინე ზორან ზაევი, რომელსაც სახიდან სისხლი ადინეს. ზაევის ოპონენტები აცხადებენ, რომ მისი კოალიცია, რომელშიც ეთნიკური ალბანური პარტიებიც შედიან, საფრთხეს უქმნის მაკედონიის ეროვნულ ერთიანობას.

XS
SM
MD
LG