Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ ვანო მერაბიშვილი დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში


თბილისის საქალაქო სასამართლომ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ ცნო საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი და ყოფილი გენერალური პროკურორი, ზურაბ ადეიშვილი. მათ წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობდა მფლობელებისთვის აკურის ღვინის ქარხნის უკანონოდ ჩამორთმევის ფაქტზე. საქართველოს პროკურატურის განცხადებით, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ვანო მერაბიშვილს განუსაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამნისტიის კანონის გამოყენებით შემცირდა და საბოლოოდ შეეფარდა 2 წლით და 3 თვით პატიმრობა. სასამართლომ ზურაბ ადეიშვილს დაუსწრებლად მიუსაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და ამნისტიის კანონის გამოყენებით საბოლოოდ განუსაზღვრა პატიმრობა 1 წლისა და 6 თვის ვადით. საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ადეიშვილის ორგანიზებით და ხელმძღვანელობით, მოქალაქეებს, თეიმურაზ მეგრელიშვილს და ნოდარ მოდებაძეს იძულებით დაათმობინეს თელავში მდებარე აკურის ღვინის ქარხანა და 2004 წლის სექტემბერში, ნოტარიული წესით გააფორმებინეს სახელმწიფოსთვის ქარხნის ჩუქების ხელშეკრულება. პროკურატურის ინფორმაციით, დანაშაულებრივი ფაქტის გახსნის შედეგად, აღდგენილია დაზარალებულთა დარღვეული უფლებები და მათ სახელმწიფომ დაუბრუნა უკანონოდ ჩამორთმეული ღვინის ქარხანა.

XS
SM
MD
LG