Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოჭში გაიმართება რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დღეს სოჭში შეხვდება თურქ კოლეგა რეჯეპ ტაიპ ერდოანს. დღის წესრიგის მთავარ თემად სირიის კონფლიქტი სახელდება. რუსეთი და თურქეთი სირიის სამოქალაქო ომში ერთმანეთთან დაპირისპირებულ ძალებს ემხრობიან, მაგრამ ცდილობენ, გამოასწორონ ურთიერთობა მას შემდეგ, რაც თურქეთის საბრძოლო თვითმფრინავმა 2015 წელს რუსეთის ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდო სირია-თურქეთის საზღვართან. ერდოანმა დღეს ანკარაში უთხრა ჟურნალისტებს, რომ თურქეთის და რუსეთის საერთო მიზანია სირიის კრიზისის პოლიტიკურად მოსაგვარებელი გზის გამონახვა. რუსეთი ირანთან ერთად არის სირიის მმართველი რეჟიმის მთავარი სამხედრო მოკავშირე მაშინ, როცა თურქეთი მხარს უჭერს მეამბოხეებს, რომლებიც სირიის პრეზიდენტის რეჟიმის დასამხობად იბრძვიან.

XS
SM
MD
LG