Accessibility links

რუსეთის სასამართლომ ძალაში დატოვა ნავალნისათვის "კიროვლესის" საქმეზე გამოტანილი ვერდიქტი


რუსეთის სასამართლომ ძალაში დატოვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნისა და მისი ბიზნესპარტნიორის, პიოტრ ოფიცეროვისათვის გამოტანილი ვერდიქტი. მათ პირობითი სასჯელი აქვთ შეფარდებული საწარმო „კიროვლესის“ სახსრების მიტაცების ბრალდებით. დაცვის მხარემ გაასაჩივრა განაჩენი, რომელსაც უკანონოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევს. თებერვალის დასაწყისში ქალაქ კიროვის რაიონულმა სასამართლომ ნავალნის და ოფიცეროვს მიუსაჯა ხუთ- და ოთხწლიანი პირობითი სასჯელი "კიროვლესის" საქმის ხელახლა განხილვის შემდეგ. ნავალნისა და ოფიცეროვს რუსეთში ჯერ კიდევ 2013 წელს შეუფარდეს პირობითი სასჯელი: სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბრალდებულებმა 16 მილიარდი რუბლის ზარალი მიაყენეს „კიროვლესს“. მაგრამ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ვერდიქტი არამართლზომიერად ცნო. ამის შემდეგ რუსეთის უზენაესმა სასამართლომ გადაწყვიტა „კიროვლესის“ საქმის ხელახლა განხილვა. ალექსეი ნავალნის სასამართლოს გადაწყვეტილებები მიაჩნია პოლიტიკურად მოტივირებულ დევნად, რომლის მიზანიც არის, არ დაუშვან მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი მონაწილეობა. „კიროვლესის“ საქმეზე გამამტყუნებელი ვერდიქტის მიუხედავად, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აპირებს, განაგრძოს საარჩევნო კამპანია.

XS
SM
MD
LG