Accessibility links

პუტინი: რუსეთი და თურქეთი მუშაობენ ორმხრივი ურთიერთობის „სრული ფორმატით“ აღსადგენად


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თურქ კოლეგასთან, რეჯეპ ტაიპ ერდოანთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ორი ქვეყანა მუშაობს ურთიერთობის „სრული ფორმატით“ აღსადგენად. პუტინმა ეს განცხადება გააკეთა 3 მაისს სოჭში, ერდოანთან მოლაპარაკების დაწყებამდე. დღის წესრიგის მთავარი თემად სირიის კონფლიქტი სახელდება. რუსეთ-თურქეთს შორის ურთიერთობაში მწვავე დაძაბულობა გამოიწვია 2015 წლის ინციდენტმა, როცა თურქეთის საბრძოლო თვითმფრინავმა თურქეთ-სირიის საზღვარზე ჩამოაგდო რუსეთის ავიაგამანადგურებელი. პუტინის შეფასებით, თურქეთთან ბოლოდროინდელი თანამშრომლობა ცხადჰყოფს, რომ ურთიერთობა „სრული ფორმატით“ აღდგენის გზაზეა. ხოლო ერდოანმა 3 მაისს სოჭში გამგზავრებამდე, ანკარაში უთხრა ჟურნალისტებს, რომ რუსეთისა და თურქეთის საერთო ინტერესებშია სირიის კრიზისიდან პოლიტიკური გამოსავლის მოძებნა. ორი ქვეყანა სირიაში ერთმანეთთან დაპირისპირებულ ძალებს ემხრობა. რუსეთი ირანთან ერთად არის სირიის მმართველი რეჟიმის მთავარი სამხედრო მოკავშირე მაშინ, როცა თურქეთი მხარს უჭერს მეამბოხეებს, რომლებიც სირიის პრეზიდენტის რეჟიმის დასამხობად იბრძვიან.

XS
SM
MD
LG