Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქოში განახლდა სასამართლო პროცესი, რომელიც ჩვენი რადიოს აზერბაიჯანულ სამსახურსაც ეხება


ბაქოში განახლდა სასამართლო პროცესი ხუთი დამოუკიდებელი საინფორმაციო საშუალების, მათ შორის ჩვენი რადიოს აზერბაიჯანული სამსახურის ვებსაიტების შესახებ. სასამართლო განიხილავს აზერბაიჯანის ტრასპორტის, კომუნიკაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების სამინისტროს წარმომადგენლის, ფაიკ ფარმანოვის მოთხოვნას ამ ინტერნეტრესურსებზე წვდომის მთლიანად დაბლოკვის შესახებ. მარტის ბოლოს აზერბაიჯანის პროკურატურამ გამოაცხადა, რომ ეს ვებსაიტები ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრება. მედიაკორპორაცია რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა თომას კენტმა ამ ნაბიჯებს უწოდა აზერბაიჯანში ღია ცენზურის შემოღებისა და თავისუფალი პრესის დაშინების მცდელობა, რაც ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვისა და საერთაშორისო კონვენციების დარღვევის ტოლფასია. 3 მაისს მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს აღნიშნავს.

XS
SM
MD
LG