Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საარჩევნო კომისია: ნავალნის ამჟამად არა აქვს არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის უფლება


რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, პოლიტიკოს ალექსეი ნავალნის ამჟამად არა აქვს არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის უფლება, რადგან ძალაში შევიდა სასამართლოს ვერდიქტი კომპანია „კიროვლესის“ სახსრების მითვისების შესახებ საქმეზე. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლაი ბულაევის განმარტებით, საარჩევნო უფლების მოსაპოვებლად, ნავალნიმ უნდა გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება. 3 მაისს უფრო ადრე, ქალაქ კიროვის საოლქო სასამართლომ ძალაში დატოვა წინა ინსტანციის სასამართლოს ვერდიქტი: პირობითი სასჯელი ნავალნისა და ბიზნესმენ პიოტრ ოფიცეროვისათვის. ნავალნის ადვოკატი ვადიმ კობზევი აცხადებს, რომ განაჩენს გაასაჩივრებს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. კიროვის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ბევრს მიაჩნია პოლიტიკურად მოტივირებულად, რუსეთის მთავრობას აძლევს საშუალებას, უარი ეთქვას ნავალნის მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის კანდიდატად რეგისტრაციაზე. მაგრამ მისი წინასაარჩევნო შტაბის უფროსმა, ლეონიდ ვოლკოვმა განაცხადა, რომ ნავალნის კამპანია არ არის დამოკიდებული მის შესახებ სასამართლოს ვერდიქტზე.

XS
SM
MD
LG