Accessibility links

მაკედონიაში პარლამენტის ალბანელმა სპიკერმა შეძლო ოფისში შესვლა


მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში 3 მაისს კვლავ გაიმართა საპროტესტო დემონსტრაცია, მას შემდეგ, რაც სოციალ-დემოკრატებისა და ეთნიკური ალბანელების პარტიის სავარაუდო მმართველი კოალიციის მიერ არჩეულმა სპიკერმა, ალბანელმა ტალათ ჯაფერმა ფიზიკურად პირველად შეძლო სამუშაო კაბინეტში შესვლა. სპიკერის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე და ყველა შესაბამისი სტრუქტურა ნორმალურად ფუნქციონირებენ. ექვსი დღით ადრე დემონსტრანტები შეიჭრნენ მაკედონიის პარლამენტის შენობაში და სცემეს ახალი კოალიციის წევრები, მათ შორის, პრემიერ-მინისტრობის მომლოდინე ზორან ზაევი, რომელსაც სახიდან სისხლი ადინეს. ზაევის ოპონენტები აცხადებენ, რომ მისი კოალიცია, რომელშიც ეთნიკური ალბანური პარტიებიც შედიან, საფრთხეს უქმნის მაკედონიის ეროვნულ ერთიანობას. მაკედონია პოლიტიკურ ჩიხში იმყოფება დეკემბერს ჩატარებული არჩევნების შემდეგ. პრეზიდენტი, ყოფილი მმართველი პარტია და ქუჩის საპროტესტო აქციები მიზნად ისახავენ ახალი სამთავრობო კოალიციის შექმნისთვის ხელის შეშლას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG