Accessibility links

ირანში 35 კაცი დაიღუპა ქვანახშირის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად


ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, 35 კაცი დაიღუპა ქვეყნის ჩრდილოეთში, გოლესტანის პროვინციაში მდებარე ერთ-ერთ მაღაროში, 3 მაისს მომხდარი აფეთქების შედეგად. იუწყებიან, რომ აფეთქება გამოიწვია მაღაროში მეთანის გაზის გაჟონვამ. ინცინდენტის დროს მიწის ქვემოთ 80-ი მაღაროელი იმყოფებოდა. ჯერჯერობით უცნობია, დაღუპულთა შორის მარტო მაღაროელები არიან, თუ მაშველებიც, რომლებიც სამაშველო სამუშაოებს ეწეოდნენ. ოფიციალური ცნობებით, ტრაგედიის შედეგად დაშავდა 69 კაცი. მეორე დღეა გრძელდება სამაშველო სამუშაოები გადარჩენილი მაღაროელების მოსაძებნად და მათ ზედაპირზე ამოსაყვანად. ვარაუდობენ, რომ ზოგიერთი მაღაროელი, შესაძლოა, აფეთქების შემდეგ ჩარჩენილი იყოს მიწის ქვემოთ, 1800 მეტრის სიღრმეში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG