Accessibility links

გიორგი კვირიკაშვილმა „ძალიან მნიშვნელოვანი“ უწოდა ამერიკელი კონგრესმენების მხარდაჭერას


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „ძალიან მნიშვნელოვანი“ უწოდა, იმ წერილს, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის მტკიცე მხარდაჭერის თხოვნით, 30-მა ამერიკელმა კონგრესმენმა აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპს გაუგზავნა. წერილში, კერძოდ, ხაზგასმულია, რომ მიუხედავად ოკუპაციის პრობლემისა, საქართველო არის დასავლეთის ძალიან მტკიცე მხარდამჭერი ანტიტერორისტულ ოპერაციებში და იმსახურებს ნატოში გაწევრიანებას. „საერთოდ უნდა ითქვას, რომ ბოლო პერიოდში რამდენიმე მნიშვნელოვანი რეზოლუცია იქნა მიღებული კონგრესის მიერ. ეს იყო ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერის კუთხით. ეს მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი აშშ-ის,“ - განაცხადა 4 მაისს, სამთავრობო სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. კვირიკაშვილმა დასძინა, რომ ერთი წუთით ეჭვიც არავის ეპარება იმაში, რომ საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობა შემდგომ 25 წელიწადშიც ნაყოფიერად გაგრძელდება და რომ ზუსტად ასეთი სულისკვეთება გააჩნია აშშ-ის პრეზიდენტსაც.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG