Accessibility links

18 მაისამდე გადაიდო უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, იანუკოვიჩის სასამართლო პროცესი


კიევის, ობოლონსკის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ 18 მაისამდე გადადო ექსპრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის საქმის განხილვა. პროცესის გადადება მოითხოვეს იანუკოვიჩის ადვოკატებმა, რომლებმაც განაცხადეს, რომ ფლობენ ინფორმაციას, სასამართლოს მუშაობაში ქვეყნის გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს ჩარევის შესახებ, რაც, ადვოკატ ვიტალი სერდიუკის თქმით, სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგინეს.უკრაინის დედაქალაქში,შარშან ნოემბერში დაიწყო ამ ქვეყნის პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმ „ბერკუტის“ წევრების სასამართლო პროცესი, რომელზეც განიხილება 2014 წელს კიევის ცენტრში დემონსტრანტების დახოცვის საქმე. პროცესზე მოწმედ დაკითხეს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი, რომელმაც ტელეხიდის საშუალებით, როსტოვიდან, განუცხადა სასამართლოს, რომ ბრძანება დემონსტრანტებისთვის ცეცხლის გახსნის შესახებ არ გაუცია. უკრაინის პროკურატურა ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს სახელმწიფო ღალატში ადანაშაულებს და რუსეთის ხელისუფლებისგან მის ექსტრადირებას ითხოვს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG