Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში მაკრონმა გაიმარჯვა საპრეზიდენტო კანდიდატების დებატებში


3 მაისს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ სატელევიზიო დებატებში ერთმანეთს უკანასკნელად დაუპირისპირდნენ ემანუელ მაკრონი, პროევროპული კურსის მხარდამჭერი პოლიტიკოსი, და რადიკალი ნაციონალისტი, მარინ ლე პენი. ტელედებატები, რომელშიც კანდიდატებმა ერთმანეთის პროგრამები მკაცრად გააკრიტიკეს, პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა საფრანგეთის ორი უმსხვილესი ტელეკომპანიის მიერ. მწვავე დებატების თემები იყო – ევროკავშირის მომავალი, იმიგრაცია და რუსეთთან ურთიერთობა. „ელაბის“ მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგად, 63%-მა უპირატესობა მიანიჭა ემანუელ მაკრონის არგუმენტებს, 34%-მა კი მარინ ლე პენისას. საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 7 მაისს იმართება. არჩევნების პირველ ტურში მაკრონს ერგო ხმების 23,75%, ხოლო ლე პენს - 21,53%.

XS
SM
MD
LG